Posts

Showing posts from July, 2018

მეცხრე დღე

მეცხრე, ანუ ტრენინგის ბოლო დღეს,ვისაუბრეთ მოსწავლეებზე ორიენტირებულ სწავლების სტრატეგიებზე.ვისაუბრეთ,თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასწავლო გარემო პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისთვის.ვიმსჯელეთ,ტექნოლოგიების გამოყენებაზე,რაც მნიშვნელოვნად ზრდის სწავლების პრაქტიკას. დავათვალიერეთ ჩეკლისტი და მოვნიშნეთ შესასრულებელი აქტივობები. ტრენერმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება პროექტის შეფასების რუბრიკაზე.მან ხაზი გაუსვა 11 კრიტერიუმს და მაქსიმალურ,რომ არის 4, აგრეთვე საერთო შეფასების ქულა შეადგენს 44,მაგრამ ტრენინგი გავლილად,რომ ჩაგვეთვალოს 30 ქულა მაინც არის საჭირო. იმედია,ჩემი პორტფოლიო შეფასდება. მადლობა ჩვენს ტრენერს,თამუნა მოლაშვილს,საინტერესო ტრენინგისთვის,თითოეულ მასწავლებელს კი ვუსურვებ წარმატებას.
სასწავლო პროექტის პორტფოლიო გთხოვთ, ნახოთ და შეაფასოთ ჩემი პორტფოლიო

მერვე დღე

მერვე დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებებზე. მოსწავლეების სწავლება ხარისხიანია,როცა ინსტრუქციას იღებენ უნარ-ჩვევებზე გათვალისწინებულს.ვისაუბრეთ ისტ-ს სტანდარტებზე,დავათვალიერეთ ფასილიტაციის მასალები და შევქმენით ჩვენთვის გამოსაყენებელი.ვიმუშავეთ googl-from-ში.
გთხოვთ შეავსოთ კითხვარი

მეშვიდე დღე

მეშვიდე მოდულზე გავეცანით სწავლის სხვადასხვა სტილს,მოსწავლის დიფერენციაციას და მის დონეებს,ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლის თვითრეგულირების უნარების  განვითარებისათვის.,შევქმენი ბუკლეტი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის და შევინახე სასწავლო პროექტის დამხმარეში.მიმოვიხილეთ პროექტის გეგმა.

მეექვსე დღე

მეექვსე დღეს დავასრულეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევარი.შევიმუშავეთ მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სქემა.განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია გამოვაქვეყნე ბლოგზე.

მეხუთე დღე

მეხუთე სამუშაო დღე საინტერესო იყი,რადგან გავიხსენეთ წინა ტრენინგზე გავლილი მასალა,გავეცანით საავტორო უფლებებს.ვისწავლეთ ვებ-საიტიდან ინფორმაციის გადმოწერა და შევქმენით სავარაუდო პრეზენტაცია.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითვების რუბრიკა.

მეოთხე დღე

მეოთხე დღე შრომატევადი და საინტერესო იყო.გავეცანით შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია.შევიმუშავეთ ის მეთოდები,რომლებითაც უნდა შევაფასოთ მოსწავლეთა პროექტი სხვადასხვა ეტაპზე,განვიხილეთ პროექტის პრეზენტაციის მეთოდები.

მეასამე დღე

მესამე დღეს გავეცანი მიზნებისა და შედეგების წერას.ვიმსჯელეთ,ჩამოვტვირთეთ ესეგს სტანდარტი,დავაკოპირეთ საჭირო მიმართულებები და ჩავსვი ჩემი პროექტის გეგმაში. გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას. ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე. რესურსებიდან ჩამოვტვირთეთ მაგალითები და განვიხილეთ პრეზენტაცია, ჩამოვაყალიბეთ ჩვენს პროექტზე მორგებული კითხვები და შევიტანეთ გეგმაში.

მეორე დღე

მეორე დღე დაიწყო სამუშაო დავალების გამოკითხვით,თუ რა თემის დამუშავება გადავწყვიტე პროექტისთვის.ტრენერთან ერთად განვიხილეთ ,თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის გამოყენება და სწავლება.გავეცანით პუბლიკაციის სტანდარტებს,ჩამოვტვირთეთ ბუკლეტის ნიმუშები და შევქმენით ჩვენი.

პირველი დღე

ტრენინგი ემსახურება სასწავლო პროექტის სწავლებას.ტრენერი გვესაუბრა პროექტით სწავლების მნიშვნელობაზე,გაგვაცნო ინტელის კურსის მიზნები და ამოცანები.გავეცანი სახელმძღვანელოს,ვისაუბრეთ 21-ე საუკუნისუნარ-ჩვევებს,შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდე და პორტფოლიოს ჩეკლისტი.მოვათავსე პროექტის გეგმის შაბლონში.